ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ საქართველოში ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა(92%) ყველაზე მეტად ეკლესიას ენდობა.
კითხვაზე, "რომელ ინსტიტუციებს ენდობით?" - შედეგები ასე გამიყურება: ეკლესია - 92%; ჯარი - 90%; პოლიცია - 90%; პრეზიდენტის ადმინისტრაცია - 71%; პარლამენტი - 69%; მთავრობა - 68%; განათლების სისტემა - 67%; მედია - 66%; ცენტრალური ბანკი - 62%; პროკურატურა - 54%; ადგილობრივი მმართველობები - 54%; სასამართლო - 51%; გუბერნატორები - 46%; ომბუდსმენი - 41%; ცენტრალური საარჩევნო კომისია - 41%; პოლიტიკური პარტიები - 40%; კონტროლის პალატა - 36%; პროფკავშირები - 21%;
ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა კვლევა GALLUP-ის მეშვეობით მარტსა და აპრილში ჩაატარა. კვლევები USAID-მა დააფინანსა.