დღეს, 3 მაისს, 12:00 საათზე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი ტრენინგს გახსნის.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაქვემდებარებულ მუზეუმ-ნაკრძალებში რეფორმა განხორციელდა. სამუზუემო საქმინობის ეფექტურად წარმართვისა და საზოგადოების დასაქმების მიზნით, ჩატარებული კონკურსის შედეგად მთელი საქართველოს მასშტაბით, რამდენიმე ათეული ახალგაზრდა დასაქმდა.
მუზეუმის ახალი თანამშრომლები 2-დღიან ტრენინგზე გაეცნობიან კულტურული მემკვიდრეობის კანონმდებლობას, მონიტორინგის სპეციალისტის ძირითად მოვალეობებსა და უძრავ-მოძრავ ძეგლთა ატრიბუციისა სააღრიცხვო დოკუმენტაციის შექმნის წესებს.
დასაქმებული ახალგაზრდები მთელს საქართველოში განახორციელებენ ძეგლთა მონიტორინგს, შეადგენენ უძრავ-მოძრავ ძეგლთა მდგომარეობის ამსახველ დოკუმენტაციას და დადგენენ ძეგლის (GPS) კოორდინატებს.
მონიტორინგის ჯგუფი უფლებამოსილი იქნება ექსპედიციისას უნებართვო სარესტავრაციო ან არქეოლოგიური სამუშაობის შესახებ ოპერატიული რეაგირებისთვის აცნობოს შესაბამის სამსახურს. მონიტორინგის ჯგუფები აღჭურვილები არიან შესაბამისი სამუშაო ტექნიკით. უახლოეს მომავალში კი მათთვის სამსახურებორივი სპეცფორმები შეიქმნება. მონიტორინგის ჯგუფების საქმინობა გავრცელდება მუზეუმ-ნაკრძალის და მის დაცულ ტერიტორიაზე, ასვე ძეგლთა დაცვის სამოქმედო არელაში რომელიც განსაზღვრული და დადგენელია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ.