საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის 85 წლის იუბილეს ფარგლებში მუზეუმში ახალი საგამოფენო სივრცე გაიხსნება.
ამჟამად მიმდინარეობს XIX საუკუნის გრაფ ოლდენბურგის სასახლის (სადაც განთავსებულია თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი) ისტორიული დარბაზების და ექსპონატების რესტავრაცია.
მაისის ბოლოს ხელოვნების სასახლეში ე.წ. ვარდისფერი და ზამბახების დარბაზი გაიხსნება, სადაც გამოიფინება იაკობ გოგებაშვილის რესტავრირებული მემორიალური ავეჯი, ბროლისა და ფაიფურის ნივთები, XIX საუკუნის მუსიკალური ინსტრუმენტები და XVIII საუკუნის იტალიური ფერწერული ტილოები.
პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის 85 წლის იუბილეს საზეიმოდ აღნიშვნას, დაფინანსდა ქ. თბილისის მერიის კულტურის სამსახურის მიერ. ორი საგამოფენო დარბაზის რეაბილიტაცია დააფინანსა სატელეკომუნიკაციო კომპანია "ჯეოსელმა" და "თი ბი სი" ბანკმა.