ხვალ, 3 მაისს, 18:00 საათზე, რუსთაველის ძეგლთან, "სამოქალაქო სოლიდარობის კამპანია" მართავს მედიააქციას, სლოგანით "ჩვენ ვიმსახურებთ თავისუფალ მედიას".
"აქციის მიზანია, მოვითხოვოთ, პოლიტიკური წნეხისგან თავისუფალი მედია. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ პოლიტიკურ პროპაგანდას და ცენზურას ქართულ მედიაში.
სამოქალაქო სოლიდარობის აქციაში მონაწილეობენ სხვადასხვა მედიაორგანიზაციის, "მედია კლუბის", "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის", "ტფილისის ჰამქრის", "მწვანე ალტერნატივის", "გამჭვირვალობა-საქართველოს", სტუდენტური მოძრაობების წარმომადგენლები და მოქალაქეები", - აცხადებენ ორგანიზატორები.
სამხატვრი აკადემიის სტუდენტები გეგმავენ აქცია-პერფორმანსს.
აქციაზევე დაჯილდოვდებიან ესეების კონკურსის - "გაფუჭებული ტელევიზორი" - გამარჯვებულები.
სამოქალაქო სოლიდარობის აქციის ორგანიზატორები თანამოქალაქეებს საკუთარი პოზიციისა და მოთხოვნების აქტიური გამოხატვისკენ მოუწოდებენ.