პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს კონკურსს "ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში". 4 მაისს, 11:00 საათზე, რუსთაველის სახელმწიფო თეატრის საპრეზიდენტო დარბაზში პროექტის პრეზენტაცია გაიმართება.
"ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში" საქართველოში ევროკავშირის ახალი ინიციატივაა. ის მიზნად ისახავს ქართულ პრესაში, ტელევიზიაში, რადიოსა და სოციალურ მედიაში ისეთი ჟურნალისტური ნაშრომების აღიარებას, რომლებიც ხელს უწყობს ევროკავშირის ღირებულებების უკეთ გაგებას, შესრულებულია პროფესიონალურ დონეზე და ჟურნალისტური ეთიკის მაღალი სტანდარტების დაცვით.
ევროკავშირის პრიზს ოფიციალურად წარადგენს საქართველოში ევროკავშირის ელჩი ფილიპ დიმიტროვი, რომელიც ჟურნალისტებსა და დამსწრე საზოგადეობას დეტალურ ინფორმაციას მიაწოდებს კონკურსის პირობებისა და საპრიზო კატეგორიების შესახებ.