პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება" ულოცავს ისრაელის ხალხსა და საქართველოში მცხოვრებ ებრაელებს ისრაელის სახელმწიფო დამოუკიდებლობის დღეს.
"ებრაელი ხალხის მრავალწლიანი თავგანწირული ბრძოლისა და უდიდესი ძალისხმევის შედეგად ისრაელმა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა მოიპოვა და მცირე დროში ახლო აღმოსავლეთში დემოკრატიის ფორპოსტად იქცა. ისრაელის ხალხის ბრძოლა ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება პატარა ქვეყანამ რთულ ვითარებაში დაიცვას საკუთარი სახელმწიფოებრიობა და ამავე დროს დარჩეს დემოკრატიული ღირებულებების ერთგული. კიდევ ერთხელ ვულოცავთ ებრაელ ხალხს ამ მნიშვნელოვან დღეს", - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები