საქართველოში აპრილ-მაისის პერიოდში ყველაზე მაღალი ტემპერატურა 2000 წელს დაფიქსირდა.
"2000 წელს დაფიქსირდა ყველაზე მაღალი ტემპერატურა, როცა მანამდე არსებულმა ტემპერატურამ ცალკეულ რაიონებში 4-5 გრადუსით მოიმატა", _ განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ჯემალ დოლიძემ.
მისი თქმით, საქართველოს ტერიტორიაზე აპრილ-მაისის მონაკვეთში ყველაზე ცივი პერიოდი 1945 წელს დაფიქსირდა.
"ყველაზე ცივი პერიოდი საქართველოში 1945 წელს დაფიქსირდა, როცა ტემპერატურე 3-4 გრადუსამდე დაეცა", - განაცხადა მან.