ხელისუფლება ჯვრის დემონტაჟს მოითხოვს. გაზეთ "ბათუმელების" ინფორმაციით, სოფელ აჭარისწყლის მოსახლეობის მართლმადიდებელმა მრევლმა, ეკლესიის მახლობლად არსებულ ტერიტორიაზე ჯვარი აღმართა. ტერიტორია აჭარის ეკონომიკის სამინისტროს ბალანსეა, ამიტომ ზედამხედველობის სამსახური მიიჩნევს, რომ მრევლმა ჯვარი უკანონოდ, სხვის ტერიტორიაზე აღმართა და მათ ჯვრის დემონტაჟი მოსთხოვა.
ჯვრის დემონტაჟისთვის მრევლს ზედამხედველობის სამსახურმა დღის ბოლომდე მისცა ვადა, მორწმუნეებმა კი ზედამხედველობის სამსახურის მოთხოვნას აპროტესტებენ.