სარემონტო სამუშაოების გამო 3 მაისს 10 საათიდან 16 საათამდე ჩუღურეთის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის, მეუნარგიას, ქურდიანის, ჩუბინაშვილის, ფოცხვერაშვილის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.