ქვესადგურში "მცირე ნავთლუღი" სარემონტო პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 3 მაისს 11 საათიდან 16 საათამდე სამგორის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ქაიროს და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.