იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული კონკურსი, რომელიც ახალი ტექნიკის ლიზინგით გადაცემასთან დაკავშირებით გამოცხადდა, უკვე დასრულდა. სააგენტოს თავმჯდომარემ სოსო წიქარიშ¬ვილმა კონკურსში გამარჯვებულ საამზომველო კომპანიებს სერტიფიკა¬ტები და სპეციალური ტექნიკა გადასცა.
გამარჯვებულ კომპანიებთან საჯარო რეესტრი სალიზინგო ხელშეკრუ¬ლებას გააფორმებს და ლიზინგით სარგებლობაში გადასცემს როვერს - მაღალტექნოლოგიურ ხელ¬საწყოს, რომელიც უძრავი ქონების აზომვას სწრა¬ფად და მაქსიმალური სიზუსტით უზრუნ¬ველ¬ყოფს.
საჯარო რეესტრმა როვერის მფლობელი კომპანიები კონკურსის წესით შეარჩია. კონკურსი 2 ეტაპად განხორციელდა და სულ 10 გამარჯვებული კომ¬პანია გამოვლინდა (პირველი კონკურსის შედეგად 7, ხოლო მეორე კონკურსის შედეგად 3 გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა).
ღია კონკურსში მონაწილეობა ნებისმიერ საამზომველო/ამგეგმავ კომპა¬ნიას შეეძლო, რომელიც საქმიანობას როგორც დედაქალაქში, ისე საქართ¬ველოს ნებისმიერ მუნიციპალიტეტში ახორციელებდა.
სააგენტოს თავმჯდომარის, სოსო წიქარიშვილის განცხადებით, კომპანიების შეფა¬სე¬ბის ერთ-ერთი აუცილებელი კრიტერიუმი იყო როვერებით სარგებ¬ლო¬ბის გამოცდილება.
უპირატესობა იმ კომპანიებს მიენიჭა, რომლებიც აზომვით/აგეგმვის საქ¬მიანობას 1 წლის განმავლობაში მაინც ახორციელებდნენ და ჰყავ¬დათ სერტიფიცირებული ამზომველი.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო კონკურსში გამარჯვებულ კომ¬პანიებს როვერით სარგებლობის თემაზე ერთდღიანი სპეციალური ტრე¬ნინგით უზრუნველყოფს.