სარემონტო სამუშაოების გამო, 2 მაისს 11 საათიდან 17 საათამდე ისნის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება: ქეთევან წამებულის გამზირის (ნაწილობრივ), ბოგდან ხმელნიცკის (ნაწილობრივ), ბოროდინის, ფაღავას, სართიჭალის, ხერხეულიძის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 14:00 საათამდე კრწანისის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), კოტე აფხაზის, ერეკლე მეორის, სიონის, შარდენის, თუმანიანის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 17:00 საათამდე სამგორის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება ვარკეთილი-3 III და IIIა მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ხომლელის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს. ელექტროენერგიის მიწოდება აგრეთვე შეეზღუდება სამხედრო დასახლების, ჭიჭინაძის, გუმათჰესის, იდუმალის, ქიზიყის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.
2 მაისს, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება თამარ მეფის გამზირის, წყაროს, მარუაშვილის, ტყეკულტურის, ხუდადოვის და აჭარის ქუჩების მცხოვრებლებს.
2 მაისს, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, მთაწმინდის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 17:00 საათამდე - მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, კოსტავას, თამარაშვილის და გიორგი წერეთლის ქუჩების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 17:00 საათამდე გლდანის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება ლიბანის, ბარალეთის და ანდრონიკაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს. ელექტროენერგიის მიწოდება აგრეთვე შეეზღუდება: მუხიანის IVბ მიკრორაიონის (ნაწილობრივ), იპოლიტოვ-ივანოვის, ქერჩის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.
2 მაისს, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება ზაქარიაძის და ნუცუბიძის ქუჩების მცხოვრებლებს.