ლიტვის რესპუბლიკის სეიმის სახელმწიფო ადმინისტრირებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის კომიტეტის დელეგაცია დღეს გორს ეწვია. დელეგაციის წევრები შიდა ქართლის გუბერნატორს გიორგი ტატიშვილს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრა გაცნობითი ხასიათისა იყო. სტუმრები რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ შიდა ქართლის რეგიონში არსებული ვითარებით დაინტერესდნენ. საუბარი შეეხო სამომავლო ურთიერთობებს და ორმხრივ თანამშრომლობასაც.
ლიტვის საპარლამენტო დელეგაცია სამუშაო ვიზიტით საქართველოში გუშინ ჩამოვიდა.
დელეგაციამ ლიტვა-საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ფორუმში მიიღო მონაწილეობა. გარდა ამისა დელეგაციის წევრებს შეხვედრები ჰქონდათ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.