"მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტს "ჯიარის" ტიპის გამოცდის წარმატებულად ჩაბარების შემთხვევაში სწავლას სახელმწიფო უმაღლესი სასწავალებლები დაუფინანსებენ", _აღნიშნულის შესახებ მანანა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნულ პროგრამაში პირველ ეტაპზე ორი უმაღლესი სასაწავლებელი თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ტექნიკური უნივერსიტეტი ჩაერთვება, ხოლო შემდეგ ეტაპზე ამ პროგრამაში ყველა უმაღლესი სასწავლებელი მიიღებს მონაწილეობას.
"ამ ეტაპზე ამ პროგრამაში ჩართულები არიან თბილისი ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ტექნიკური უნივერსიტეტი. ხოლო შემდეგ ეტაპზე ყველა უმაღლესი სასწავლებელი ჩაერთვება", - განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა ტრადიციულ ბრიფინგზე.
მისივე თქმით, შეიქმნება სპეციალური ფონდი, რომელიც ნიჭიერ და წარმატებულ სტუდენტებს დააფინანსებს.
"შეიქმნება სპეციალური "ენდაუმენტის" ფონდი და ყველა სტუდენტი რომელიც გამოცდას წარმატებით ჩააბარებს ამ ფონდის მიერ დაფინანსდება",_ განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.