„დემოკრატიული მოძრაობა" „მეცხრე არხს" ეთერში გასვლას გასვლას ულოცავს.
"მაშინ როდესაც საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას ყველა საერთონაციონალური მაუწყებლობის სატელევიზიო არხი ოკუპირებული აქვს, მედიასაშუალებათა დიდი უმრავლესობა საკუთარ პროპაგანდისტულ მანქანად ჰყავს გადაქცეული, ქვეყნის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს წართმეული აქვს ობიექტური ინფორმაციის მიღების საშუალება და ვირტუალურ გარემოში ცხოვრობს, მივესალმებით ქართულ ტელესივრცეში ახალი ტელეკომპანიის გაჩენას", - ნათქვამია ოძრაობის მიერ გავრცელებულ განცახადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ „დემოკრატიული მოძრაობა" მიესალმება ტელეკომპანია „მეცხრე არხის" შექმნას, ულოცავს ყველა თანამშრომელს პირველ ეთერს და "იმედს იტოვებს, რომ ახალი არხის სარედაქციო პოლიტიკა არ განისაზღვრება მფლობელისა და ჟურნალისტების პირადი სიმპატიების მიხედვით და ტელეკომპანია „მეცხრე არხი" ყოველთვის იხელმძღვანელებს ჟურნალისტიკის უმთავრესი პრინციპით - მაყურებელს მიაწოდოს დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ".