ისრაელის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ხვალ, 1-ელ მაისს, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" მიღება-კონცერტი გაიმართება.
კონცერტი, რომელსაც პოპულარული ისრაელური ჯგუფი, "გაია" წარმოადგენს, 19:00 საათზე დაიწყება, მისი დასრულების შემდეგ კი მოეწყობა მიღება-კოქტეილი.
მოწვეულ სტუმრებს შორის არიან საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსისა და ებრაული თემის წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები.