განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საფუძვლები ფართოვდება. ამის შესახებ ცვლილებები "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონში შედის, რომელიც პარლამენტში დღეს იქნა ინიცირებული.
კანონპროექტით განისაზღვრება მონაცემთა დამმუშავებლის უფლებამოსილება, უშუალოდ ან უფლებამოსილი პირის საშუალებით განახორციელოს მონაცემთა დამუშავება, ასევე, იცვლება და ფართოვდება განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავების საფუძვლები.
ცვლილება ასევე შედის "სისხლის სამართლის კოდექსში", რომლის მხიედვით, "პირადი ან ოჯახური საიდუმლოების ხელყოფის შემთხვევაში სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგება, თუკი ქმედებამ მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია".
"ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების პროექტით კი, როგორც კანონპროექტის ანოტაციაშია ნათქვამი, ტერმინი "პირადი საიდუმლო" შეიცვლება ტერმინით "პერსონალური მონაცემი" და კოდექსიდან ამოღებული იქნება ის მუხლები, რომლებიც აწესრიგებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას, მასში შესწორების შეტანას, ან მათ განადგურებას.
როგორც დღევანდელი ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ განაცხადა, მთავრობა ამ პაკეტზე დღეს მიიღებს გადაწყვეტილებას და იგი ინიცირებულ პროექტს "დაეწევა".
კანონში ინიცირებული ცვლილებების ინიციატორი მთავრობაა.