1-ლი სექტემბრიდან მთავრობა დამატებით 800 ათას კაცს დააზღვევს და ქვეყანაში სახელმწიფოს მიერ დაზღვეული ადამიანების რაოდენობა 2,3 მლნ-ს მიაღწევს. როგორც ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი განმარტავს, ახალი პროექტის განხორციელების შემდეგ ქვეყნის მოსახლეობის ყოველი მეორე ადამიანის სახელმწიფოს მიერ იქნება დაზღვეული.
"უნდა აღიუნიშნოს, რომ ახალი სადაზღვეო პაკეტებით, დამატებით 800 ათასი ადამიანის დაზღვევა მოხდება, რადგანაც სახელმწიფოს ამ დროისთვის მხოლოდ სოციალურად დაუცველი ოჯახები ჰყავს დაზღვეული. ახალი პროექტის განხორციელებით ყოველი მეორე ადამიანის დაზღვევა მოხდება და მთლიანობაში 2,1-2,3 მლნ. ადამიანი იქნება დაზღვეული.