პირველი სექტემბრიდან ახალი სადაზღვევო პაკეტი ამოქმედდება. როგორც პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა, პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება ახალი კანონი, რომლის მიხედვით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა ასაკის პენსიონერი და 0-დან 5 წლამდე ბავშვი დაეზღევა.
გილაურის თქმით, მთავრობის სხდომაზე დამტკიცდება თუ როგორ გადანაწილდება ცალკეულ სადაზღვევო კომპანიებზე და რა ფორმით მიიღებენ სადაზღვევო კომპანიები ამ პროგრამაში მონაწილეობას.
როგორც პრემიერმა განაცხადა, მას შემდეგ, რაც მთავრობა მიიღებს გადაწყვეტილებას, საზოგადოებას ახალი სადაზღვევო პაკეტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ჯანდაცვის მინისტრი გააცნობს.