"ქრისტიან-დემოკრატები~ კომპანია ბლოკ-ჯორჯიასთან დაკავშირებით მთავრობისაგან პირობის შესრულებას ითხოვენ. ამის შესახებ განცხადება `ქრისტიან-დემოკრატების~ წარმომადგენელმა მაგდა ანიკაშვილმა დღეს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
როგორც ანიკაშვილმა განაცხადა, გასული წლის ბოლომდე მთავრობას უნდა დაეწყო ჰოსპიტალურ სექტორში შექმნილი პრობლემების მოგვარება, თუმცა, ანიკაშვილის თქმით, ყოველგვარი ვადები უკვე ამოწურულია და ბლოკ-ჯორჯიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
,,მოვითხოვთ მთავრობისგან ახსნა-განმარტებას, თუ რატომ არ სრულდება ბლოკ-ჯორჯიასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება _ ან კომპანია იანვრის თვიდან იწყებს საავადმყოფოების მშენებლობას, ან ტოვებს Hჰოსპიტალურ სექტორს. ვადების გადაწევა უკვე სამი წელია გრძელდება, რითაც საზოგადოება ზარალდება,~ - განაცხადა ანიკაშვილმა და აღნიშნა, რომ ფრაქციის ოფიციალური მიმართვა ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროებში უკვე გაგზავნილია.