დღეს, 30 აპრილს, დაბადების, გარდაცვალების, ქორწინებისა და განქორწინების შესახებ ძირითადი სტატისტიკური მონაცემები უნდა გამოქვეყნდეს.
შესაბამისი გადაწყვეტილება საქსტატმა მიმდინარე წლის იანვარში მიიღო.
საქატატის განცხადებით, დაბადების, გარდაცვალების, ქორწინებისა და განქორწინების ფაქტების ელექტრონული რეგისტრაციის გამო შესაძლებელი გახდა ს.ს.ი.პ. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოდან მონაცემთა ელექტრონული ფორმატით მიღება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქსტატის გადაწყვეტილებით, 2012 წლიდან მცირდება დემოგრაფიული მონაცემების გამოქვეყნების ვადები და ნაცვლად 31 მაისისა, დაბადების, გარდაცვალების, ქორწინებისა და განქორწინების შესახებ ძირითადი სტატისტიკური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 30 აპრილს.
შესაბამისად შემცირდა მოსახლეობის რიცხოვნობისა და მისი სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურის გამოქვეყნების ვადებიც.