სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ოჯახში ცოლის მოვალეობასა და მათი ქმრებისადმი მორჩილებაზე, ოჯახზე და დედობაზე იქადაგა.
პატრიარქმა თანასორუფლებიანობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საღმრთო წერილის მიხედვით ოჯახში მთავარია ქმარი.
"მიღებულია ასეთი ტერმინი, რომ ცოლი და ქმარი თანასწორუფლებიანია. საღმრთო წერილი ამბობს, რომ ოჯახში მთავარი არის ქმარი", - აღნიშნა უწმინდესმა.
მისივე თქმით, რადგან ოჯახი ერთი სხეულია მას შეიძლება ორი თავი ქონდეს.
"ეს შეუძლებელია. ბედნიერია ის ოჯახი, სადაც დედა და ცოლი სწირავს თავს ოჯახს, ზრდის თავის შვილებს, ზრდის სარწმუნოებრივად", - აღნიშნა ქადაგებისას ილია მეორემ. უწმინდესმა.
პატრიარქმა ქალებს მეუღლეებისადმი პატივისცემისკენაც მოუწოდა "მინდა კიდევ ერთხელ დაფიქრდეთ თქვენს მოვალეობაზე" და აღნიშნა, რომ ადამიანის ბედნიერება უპირველესად ერთმანეთის სიყვარული, პატივისცემა და სითბო.
ილია მეორემ აღნიშნა, რომ დედობა არის დიდი პასუხისმგებლობა აღვთისა და ერის წინაშე.
"დღეს არის ხსენება მენელსაცხებლე დედათა. იმ დედათა, რომლებიც მუდამ იყვნენ მაცხოვართან, იმ დროსაც კი, როცა ხდებოდა ჯვარცმა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. მათ არაფრის ეშინოდათ. ისინი იყვნენ სულით და ხორცით უფალთან", - აღნიშნა პატრიარქმა და დასძინა, რომ "სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როცა ცოლი და ქმარი სცილდებიან ერთმანეთს, როცა დედას არ აქვს ის თვისებები, რომელიც უნდა ჰქონდეს ნამდვილ დედას".
პატრიარქის თქმით მიუღებელია, როდესაც შვილებს ძალაუფლებისა და მატერიალური სიუხვის მოხვეჭას ასწავლიან.