დღეს, 29 აპრილს, წითელი ჯვრის მოხალისეები საქველმოქმედო აქციას "დავეხმაროთ ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს" გამართავენ.
ისინი მთაწმინდის პარკის ტერიტორიაზე თანხას შემოწირულობის ყუთებით შეაგროვებენ.
აქცია სამ საათს გაგრძელდება.
მსგავს აქციებს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება (სწჯს) მთელი წლის განმავლობაში ახორცელებს.
სამივე აქციიდან შემოსული თანხა ლეიკემიით დაავადებული ბავშვების საჭიროებებს მოხმარდება.
გუშინ აქცია ჰიპერმატკეტ "გუდვილთან" გაიმართა.