მეცნიერებმა ულტრაიისფერი სხივების საშუალებით წყლის გაწმენდა შეძლეს. ულტრაიისფერი სხივებით ან ულტრაიისფერი მემბრანის საშუალებით წყლის დამუშავება აღიარებულია, როგორც წყლის გაწმენდის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება.
წყლის გაუსნებოვნების ტექნოლოგია ულტრაიისფერი სხივის გამოყენებით მდგომარეობს განსაკუთრებული ფოტოქიმიური რეაქციის მიმდინარეობაში, რომლის შედეგად, წყალში არსებული მიკროორგანიზმის უჯრედები სერიოზულად ზიანდება და ბაქტერიები იღუპება.
წყლის გაწმენდის ულტრაიისფერი მეთოდის გამოყენების უპირატესობა დიდია: ტექნოლოგიური პროცესის დროის შემცირება, კომპაქტურობა, საგემოვნო ხარისხის და ქიმიური თვისებების შენარჩუნება, ტექნოლოგიური მოწყობილობების სიმარტივე, ეკოლოგიურად მაღალი სისუფთავის პროცესი.