ხვალ, 29 აპრილს, აღდგომიდან მე-3 კვირას, ტრადიციისამებრ, მცხეთაში ჯვართაღმართვის დღესასწაული აღინიშნება. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ლიტურგიის დასრულების შემდეგ, სასულიერო დასი მრევლთან ერთად ტაძრიდან სამი მიმართულებით: მცხეთის ჯვრის, თხოთისა და უჯარმის ტაძრებში სამ ჯვარს გადააბრძანებს .
ჯვართაღმართვის დღესასწაული 2007 წელს აღდგა. დღესასწაულს საფუძვლად ქართულ საისტორიო წყაროებში დაცული გადმოცემა დაედო და მოციქულთასწორის წმ. ნინოს მიერ მე-4 საუკუნეში ქართლის მოქცევას უკავშირდება. დღესასწაულის დაწესების პერიოდან ჯერ კიდევ წმ. მეფის მირიანის დრო ითვლება.
უწმინდესის კურთხევით, ჯვართაღმართვის დღეს მცხეთის ჯვარზე, თხოთსა და უჯარმის ტაძრებში აღმართული ჯვრები ერთი წლის შემდეგ საქართველოს საზღვრისპირა რაიონებში იგზავნება და იქ იდგმება, რათა პატიოსანი ჯვრების მადლი საქართველოში განიფინოს.