დღეს, 28 აპრილს, 11:00 საათზე, საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიას" მე-11 პავილიონში კომისიის მიერ შერჩეული 110 გამომგონებლის ნაშრომის გამოფენა გაიმართება, რომლის მიზანია ახალი, საინტერესო გამოგონებების და იდეების ფართო საზოგადოებისთვის დემონსტრირება და მათი პრაქტიკული დანერგვის ხელშეწყობა.
მეცნიერების, ახალგაზრადა გამომგონებლების, ნიჭიერი და კრეატიული ადამიანების ხელშესაწყობად, თბილისის მერიამ უპრეცენდენტო პროექტი განახორციელა, რომლის მიზანი იყო ახალი, საინტერესო გამოგონებების და იდეების გამოვლენა, მათი პოპულარიზაცია და ყოველდღიურ ცხოვრებაში დანერგვა. პროექტის პარტნიორები არიან "საქპატენტი" და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი.
პროექტში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლო.