საქართველოს პრეზიდნტი მიხეილ სააკაშვილი ახალი ინიციატივით გამოვიდა და აღნიშნა, რომ ყველა წარმატებული პირველკურსელი, ვინც კურსს წარმატებით დახურავს, დანარჩენი წლების განმავლობაში სწავლის გადასახადისგან განთავისუფლდება.
"თუ ადამიანი პირველ წელს სხვადასხვა მიზეზის გამო სახელმწიფო უნივერსიტეტში ვერ აბარებს კარგად და შემდეგ კარგად სწავლობს, დღევანდელი სისტემით, სწავლის გადასახადის გადახდა მაინც უწევს. ამიტომ შევიმუშაოთ პროგრამა, რომლითაც ამ ადამიანებს შანსს მივცემთ", _ განაცხადა სააკაშვილმა მოსწავლეთა საერთაშორისო კონფერენციის გახსნისას.