"ჩვენ მოვახერხეთ ის, რაც ძალიან დიდი პრობლემად რჩება პოსტსაბჭოთა სივრცეში, ეს არის კორუფცია განათლების სისტემაში. ჩვენ ეს გადავლახეთ და "გავწიეთ გვერდზე", _ განაცხადა მიხელ სააკაშვილმა მოსწავლეთა საერთაშორისო კონფერენციის გახსნისას და აღნიშნა, რომ დღეს ქართულ უნივერსიტეტებში ჩაბარება სამართლიანად ხდება.
"უნივერსიტეტებში ჩაბარების კუთხით უსამართლობა კლასობრივი გრადაცია იყო და ეს ყველაფერი წარსულში დარჩა. დღეს უნივერსიტეტებში ჩაბარება ხდება სამართლიანობის პრინციპზე დაფუძნებით", _ აღნიშნა სააკაშვილმა.