27 აპრილს, „დემოკრატიული მოძრაობის" სათაო ოფისში გაიმართა შეხვედრა აკადემიკოს ელიზბარ ჯაველიძესთან. შეხვედრამ გულახდილ და თავისუფალ ატმოსფეროში ჩაიარა.
ელიზბარ ჯაველიძემ ახალგაზრდებთან ისაუბრა მის განვლილ ცხოვრებაზე, ეროვნულ მოძრაობაზე და ზოგადად მეცნიერებაზე. განსაკუთრებული სიყვარულით გაიხსენა ეროვნული მოძრაობის პერიოდი საქართველოში და ხაზი გაუსვა მის მეგობრობას საქართველოს პირველ პრეზიდენტთან ზვიად გამსახურდიასთან.
ელიზბარ ჯაველიძემ განაცხადა, რომ მან მთელი მისი ცხოვრება და მოღვაწეობა საქართველოს მიუძღვნა. ქვეყნის სიყვარულით არის დაწერილი მისი 16 წიგნი, უამრავი პუბლიკაცია და ნაშრომი. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბოლომდე იბრძოლებს ქვეყნის კეთილდღეობისათვის და საქართველოში ენის, მამულის, სარწმუნოებისა და ქართული გენის გადარჩენისთვის.
„დემოკრატიული მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთა კვლავ აგრძელებს შეხვედრებს საზოგადოებისათვის ცნობილ პიროვნებებთან.