ხვალ, 28 აპრილს, 14:00 საათზე, საქველმოქმედო ფონდი „იმედის ხელი" ონკოლოგიური სნეულებებით დაავადებული ახალგაზრდა ადამიანების დასახმარებლად საქველმოქმედო აქცია-მარათონს გამართავს. კონცერტს მასპინძლობს „თბილისი არტ ჰოლი" რომელიც „საზოგადოებრივი მაუწყებლისა" და „ერთსულოვნების" არხებზე გადაიცემა.
აქცია-კოცერტში მონაწილეობას მიიღებენ მომღერლები: თემურ წიკლაური, ეკა კვალიაშვილი, მერაბ სეფაშვილი, ლაშა ღლონტი, ნინი შერმადინი, გია დავითიანი, ეთერ კაკულია, ანი სირაძე, „ქართული ხმების კვარტეტი", ანსაბლი „შვიდკაცა" „თეატრალური კვარტეტი" და სხვები. კონცერტს წარუძღვება პოეტი ნანა ცინცაძე.
კონცერტიდან შემოსული თანხა მოხმარდება ოთხ ბენეფიციარს, რომელთა მდგოარეობა უკიდურესად მძიმეა. თანხის გადმორიცხვა მოსდება, როგორც მარათონის მსვლელობის, ასევე მისი დამთავრების შემდგომ. წინასწარ ვუხდით მადლობას იმ ადამიანებს, რომლებიც მძიმე სნეულებების მქონე ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენად გარკვეულ ფინანსურ დახმარებას გაიღებენ.
საქველმოქმედო აქცია-მარათონში ქველმოქმედებით მონაწილეობა შეუძლია როგორც ფიზიკურ პირს, ასევე ორგანიზაციასა და ბიზნეს კომპანიას, სატელეფონო ზარის განხორციელებით სპეც-ნომერზე 0901-700-599, საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვით და სატელეფონო ცხელ ხაზზე ოპერატორთან დაკავშირებით თანხის დაფიქსირება შეგიძლიათ ნომერზე: 227-40-75 და 595-55-24-24.
ფონდი „იმედის ხელი" 2010 წლის 9 თებერვალს დაფუძნდა, რომელიც დაკომპლექტებულია ახალგაზრდებით. ისინი ენთუზიაზმით, სრულიად უსასყიდლოდ ემსახურებიან კეთილშობილურ საქმეს - სხვადასხვა სახის მძიმედ დაავადებული ახალგაზრდების გამოჯამრთელებას.
კონცერტზე შედგება ახალი სიმღერის პრემიერა, სიმღერის ავტორის დავით აჩვაძისა და „ქართული ხმების კვარტეტის" შესრულებით. სიმღერის ლექსი ეკუთვნის ნანა ცინცაძეს. სიმღერა ია შამუგიასა და მარიამ კასრაძის ხსოვნას ეძღვნება.
„ვისთვისაც ამ საქველმოქმედო კონცერტს ვმართავთ, მათი მდგომარეობა უაღრესად მძიმეა, როგორც ჯამრთელობით, ასევე სოციალუად. მომღერლები და რიგი კომპანიები მზად არიან თავიანთი წვლილი შეიტანონ ამ ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად. მე ვთხოვ თითოეულ ჩემს თანამოქალაქესა, თუ უცხოეთში მცხოვრებ ქართველს, ნორჩ პაციენტებს, თავიანთი დახმარებით, შანსი მისცენ უკეთ იგრძნონ თავი. მათი სიცოცხლე უფლისა და ჩვენი ქველმოქმედების ხელშია".-აცხადებს დავით დურგლიშვილი.