დღეს 19:00 საათზე ჭაბუა ამირეჯიბის 90 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო - ლიტერატურული კომპოზიცია "მოვედი, ვიბრძოლე, დავრჩი" გაიმართება.
საღამოში მონაწილეობენ: ვაჟა აზარაშვილი, ჯანსუღ ჩარკვიანი, მარიკა კვალიაშვილი, დათო არჩვაძე, გია ნიკოლაძე, თენგიზ არჩვაძე, როინ მეტრეველი, მაყვალა გონაშვილი, თემურ ჩალაბაშვილი, გია ჯაფარიძე, თეატრალური კვარტეტი, საპატრიარქოს წარმომადგენლები, ჩოხოსანთა საზოგადოება, თბილისის უნივერსიტეტების სტუდენტები.
საღამო გაიმართება ნ. დუმბაძის სახელობის თეატრში.