გაეროს გენერალური მდივანი პან გი მუნი სირიაში მხარეთა მიერ შეთახმებული "ანანის გეგმის" დარღვევისა და ძალადობის გამო "სერიოზულ შეშფოთებას" გამოხატავს.
გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ სამშვიდობოო დარეგულირების გეგმის დაღვევა დაუყონებლივ უნდა აღიკვეთოს.
გეენარალურმა მდივანმა ყურადღება გაამახვილა ქალაქ ჰამაში მომხდარ აფეთქებაზე, რომელსაც ხელისუფლების წარმომადგენელთა ინფორმაციით 16, ხოლო აქტივისტების განცხადებით 70 სიცოცხლე ემსხვერპლა.
სახელისუფლებო მედია იუწყება, რომ აფეთქება აქტივისტების მიერ თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადებას მოჰყვა, ხოლო ოპოზიციის განცხადებით შენობას ხელისუფლების ძალებმა რაკეტა ესროლეს.