საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ ბოდიში მოიხადა მის მხარდასაჭერ მიტინგზე ჟურნალისტ ვალერი ტრეირვეილერის შეურაცხყოფის გამო, რომელიც მისი მოწინააღმდეგის ფრანსუა ოლანდის მეუღლეა.
სარკოზის თანაპარტიელმა ლიონელ ლუკამ ნიცის გარეუბანში, სენ-ლორან-დიუ-ბარში, სამხედროების წინაშე გამოსვლისას, ოლანდის მეუღლეს "როტვეილერი" უწოდა.
ოლანდმა მოწინააღმდეგის გუნდის წარმომადგენლის საქციელს უღირსი უწოდა, პრეზიდენტმა სარკოზიმ კი განაცხადა, რომ წუხს მომხდარის გამო.
წინასწარი მონაცემებით 6 მაისს გასამართი მეორე ტურის ფავორიტად ფრანსუა ოლანდი ითვლება. სარკოზი ჯერ-ჯერობით მას მნიშვნელოვნად ჩამორჩება.