დღეს, 27 აპრილს, 12 საათიდან 16 საათამდე ქვესადგურში "კიკეთი" სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო თბილისის მიმდებარე სამ სოფელს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: სოფელ კიკეთის, ბეთანიის და დიდების მოსახლეობას.
აგრეთვე, 10 საათიდან 17 საათამდე ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება: ვარკეთილი-3 I, II, III, IIIა და IV მიკრორაიონების, ვარკეთილის ზემო პლატოს II მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ვარკეთილის IV მიკრორაიონის II რიგის, ვარკეთილის მასივის X კვარტლის (ნაწილობრივ), სამგორის, შანდორ პეტეფის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დამთავრებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.