განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის ინფორმაციით, სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტების დაფინანსების დამატებითი სტიმულები შეიქმნება. ამის შესახებ მან პარლამენტში სამტავრობო საათზე გამოსვლისას განაცხა.
მისი თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკება იმ უნივერსიტეტებთან, რომელიშიც არის სახელწმიფო წილი, მათ გადაეცემათ სახელმწიფო ქონება, იმისათვის, რომ მოხდეს სტუდენტების დაფინნსება სპეციალური ფონდებით.
მისი განმარტებით, ყველა სტუდენტს, რომელიც ისწვალის კარგად და კარგად ჩააბარებს სესიას, მიეცემა შესაძლებლობა, რომ გააუმჯობესოს თავისი გრანტი.
,,ეს სისტემა სრულად ამოქმედდება მომავალ წლეს. ხოლო, წელს მოლაპარაკებები მაქვს სასწავლებლებთან, რომ შექმნან სპეციალური ფონდები 2 მლნ ლარის ფარგლებში თავისი რესურსებიდან, რათა დააფინანსონ წარჩინებული სტუდენტები, როემელთაც არ აქვთ შესაძლებლობა სწავლის საფასური გადაიხადონ. ეს ძალიან მალე მოხდება,, - აღნიშნა მინისტრმა.