"შემოვიღოთ ქართული სტუდენტური კარტა", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა აგრარულ უნივერსიტეტში სტუმრობისას, რომლითაც სტუდენტები 20 მაისიდან ისარგებლებენ.
სააკაშვილის განცხადებით, აღნიშნული კარტით სტუდენტები სხვადასხვა შეღავათებით ისარგებლებენ.
"შემოვიღოთ ქართული სტუდენტური კარტა, რაც ნიშნავს იმას, რომ ვთქვათ, საქართველოს რკინიგზაზე, რომ იყოს 17-20% ფასდაკლება, მუნიციპალურ ტრანსპორტზე, რომ მოველაპარაკოთ დიდ სუპერმარკეტებს და იქ იყოს ფასდაკლება, რაც პრივილეგიები, რომ ჰქონდეთ სტუდენტებს შემოვიღოთ სტუდენტური კარტა", _ განაცხადა სააკაშვილმა აგრარულ უნივერსიტეტში სტუმრობისას.
მისივე თქმით ქართული სტუდენტური ბარათები საერთაშორისო სისტემაში ჩაერთვება.
,,ჩავრთოთ საერთაშორისო სისტემაში ეს ჩვენი სტუდენტური კარტა"