ქვესადგურში `კიკეთი" სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 27 აპრილს 12 საათიდან 16 საათამდე თბილისის მიმდებარე სამ სოფელს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: სოფელ კიკეთის, ბეთანიის და დიდების მოსახლეობას.
სარემონტო სამუშაოების დასრულებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.