ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა კობა სუბელიანმა ჰოლანდიის გრონინგენის უნივერსიტეტის სტუდენტებს უმასპინძლა. შეხვედრაზე მინისტრმა სტუმრებთნ ერთად 2008 წელს რუსეთის აგრესიის შემდგომ განხორციელებული პროექტები განიხილა. ასევე ისაუბრა დევნილთა რეაბილიტაციასა და განსახლების საკითხებზე.
გრონინგენის სტუდენტები უკვე რამდენიმე წელია საქართველოში სტუმრად ჩამოდიან. ამჯერად მათი ვიზიტი ერთ კვირას გაგრძელდება. შეხვედრის ბოლოს კობა სუბელიანმა სტუდენტებს საჩუქრად ქართული ღვინო გადასცა.