დამწვრობის ცენტრში, გაზის ბალონის აალების შედეგად მიღებული თერმული დაზიანებებით 27 წლის ახალგაზრდა მოათავსეს.
ექიმების თქმით, დაზარალებული მკურნალობის კურსს გადის დამ ის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
,,შემოსულია 27 წლის ახალგაზრდა, რომელმაც თერმული ტრამვა მიიღო გაზის ბალონის აალების შედეგად. მანქანაში დატენა გაზის ბალონი და შემდეგ, სანთებელას ანთებისას მოხდა გაზის აალება. Aამ ეტაპზე პაციენტი გადის მკურნალობას", _ განაცხადა მკურნალმა ექიმმა თეა უროტაძემ.