რუსეთის კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მასობრივი კომუნიკაციების ზედამხედველობის სამსახური აფრთხილებს მოსახლეობას, რომ მობილურმა ოპერატორებმა დააფიქსირეს სმს შეტყობინებებით სპამის მასობრივი დაგზავნის ფაქტები. სპამის გახსნის შემთხვევაში ტელეფონში ვირუსი იტვირთება.
სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აბონენტები იღებენ სმს შეტყობინებას უფასოდ გადაიწერონ მუსიკა.
შეტყობინების გახსნისთანავე ტელეფონში იტვირთება ვირუსი, რომელსაც შეუძლია ტელეფონიდან მოიპაროს ინფორმაცია.
მობილური ოპერატორები ცდილობენ დაბლოკოონ ტელეფონის ის ნომერები, საიდანაც ხდება სმს შეტყობინებეს გაგზავნა. შეტყობინება ეგზავნებათ არა მხოლოს რუსეთის, არამედ სხვა ქვეყნების აბონენტებსაც.