26 აპრილი ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღეა. ეს თარიღი ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 2001 წლიდან აღინიშნება.
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია (ისმო) ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ყოველწლიურად განსაზღვრავს ამ დღის თემატიკას. წელს ეს დღე "ხედვის ინოვატორებს" ეძღვნება, იმ ხალხს, რომლებმაც თავისი მოღვაწეობით გარდამტეხი როლი შეიტანეს ინტელექტუალური საკუთრების ამა თუ იმ მიმართულების განვითარებაში.
საქართველო უკვე მესამე წელია უერთდება მსოფლიოს და მასშტაბური ღონისძიებებით აღნიშნავს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღეს. წელს, სწორედ 26 აპრილს გამოვა საქპატენტის პერიოდული გამოცემის "IP საქართველოს" პირველი ნომერი. ამ დღესთან დაკავშირებით 18.00 საათზე გაიმართება საზეიმო მიღება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.