საქართველოში ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში მედიამონიტორინგი იწყება.
მედიაში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების გაშუქების პროცესს ოთხი არასამთავრობო ორაგანიზაცია დააკვირდება. მათ შორისაა "კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი", "ინტერნიუსი", "სამართლიანი არჩევნები" და "საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი".
"საქართველოში არჩევების დრო ახლოვდება და ამ დროს მედიის როლი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ნებისმიერი სარჩევნო და წინასაარჩევნო პროცესი გაშუქდეს სამართლიანად", _ განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ფილიპ დიმიტროვმა.
1-ლი მაისიდან დაწყებული მონიტორინგის შედეგები ყოველკვირეულ გადაცემაში განიხილება, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გავა.