ანტიირანული სანქციების გაუქმება თანამშრომლობის გაღრმავებისა და მომავალი დიალოგის გასამართად დადებითი ნაბიჯი იქნება. ამის შესახებ განაცხადაბა ირანის საგარეო უწყების პრე-სპიკერმა რამინ მეჰმანფარასთმა გააკეთა, იუწყება georgian.irib-ი.
"ანტიირანული სანქციების გაუქმება თანამშრომლობის გაღრმავებისა და მომავალი დიალოგის გასამართად დადებითი ნაბიჯი იქნება", - განაცხადა რამინ მეჰმანფარასთმა.
მეჰმანფარასთის თქმით, დასავლური ქვეყნების მიერ სანქციებს გაუქმება იმის მიმანიშნებელი იქნება, რომ ირანი სწორ გზას ადგას.
მან ასევე აღნიშნა, რომ ზოგიერთი ანტიირანული სანქციის გაუქმება იმაზე მეტყველებს, რომ "დასავლური ქვეყნები ირანის წინააღმდეგ არსებული უკანონობისა და უსამართლობის მოგვარებას ცდილობენ" .