საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში თბილისსა და კაიროს შორის დაძმობილების შესახებ შეთანხმება გაფორმდა. დოკუმენტს ხელი თბილისის მერმა გიგი უგულავამ და კაიროს მერმა აბდელ კავი ჰალიფამ მოაწერეს ხელი.
ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების 6-ე საერთაშორისო ფორუმი სასტუმრო „რედისონში" გიგი უგულავამ გახსნა. გიგი უგულავამ თბილისის საქალაქო ტრანსპორტის, დასუფთავების, ბიზნესისა და ქალაქის ინფრასტუქტურის საკითხებზე ისაუბრა. მისივე თქმით, ქალაქის განვითარებისთვის ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა, კიდევ ბევრი პროექტი უნდა განხორციელდეს.
საერთაშორისო ფორუმს ევროპის, აზიისა და აფრიკის, 20-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლები დაესწრებიან. სტუმრებს შორის იქნებიან სხვადასხვა ქალაქის მერები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, დიპლმატიური კორპუსი, ექსპერტები, არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.
გიგი უგულავა სტუმრებს ქალაქში არსებულ სტაბილურ ბიზნეს-გარემოს, მნიშვნელოვან მიმდინარე პროექტებსა და თბილისის განვითარების სამომავლო სტრატეგიას გააცნობს.
მონაწილეები ქალაქის განვითარებასა და ქალაქებს შორის ურთიერთთანამშრომლობასთან დაკავშირებით სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს.
მიმდინარე პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ, ფორუმის მონაწილეები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ.
ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საერთაშორისო ფორუმს თბილისის მერია წელს მეექვსედ ატარებს. 2012 წლის ფორუმში 20 მეტი ქვეყნის: საქართველოს, ინგლისის, გერმანიის, ავსტრიის, უკრაინის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ეგვიპტის, ავღანეთის, საფრანგეთის, ესპანეთის, ლიტვის, მალაიზიის, ჩინეთის, ჩეხეთის, სამხრეთ სუდანის, ირლანდიის, ფინეთისა და პოლონთის 80-ზე მეტი წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.
ფორუმის ფარგლებში თბილისში ვიზიტით ჩამოვლენ კაიროს, ჯუბას, ნაირობისა და ვილნიუსის მერები.
საერთაშორისო ფორუმის მთავარი თემაა: მომავლის ქალაქები. შეხვედრას სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურისა და ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან. ფორუმის მსვლელობისას მონაწილეები იმსჯელებენ, თუ როგორი უნდა იყოს ქალაქის კავშირები საერთაშორისო მასშტაბით, როგორი უნდა იყოს ქალაქის მმართველობის ფორმა და რაზეა დამოკიდებული კონკურენტუნარიანი ქალაქის საცხოვრებელი პირობები, როგორც ევროპაში, ისე აზიასა და აფრიკაში.
ფორუმის ფარგლებში სხვადასხვა თემატური პარალელური სესიები გაიმათება, სადაც თბილისის მერიის სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელები უცხოელ კოლეგებსა და სტუმრებს საკუთარი საქმიანობის ანგარიშს წარუდგენენ და იმ პროექტებზე იმსჯელებენ, რომელიც თბილისში ხორციელდება.