ბუნებრივი აირის აალების შედეგად, დამწვრობის ცენტრში ორი პაციენტი მოათავსეს. თერთმეტი წლის მოზარდი, წლის მოზარდი, გარდაბნის რაიონიდან გადმოიყვანეს. Mმას სხეულის 10% დამწვრობა აქვს და ამ დრომდე რეანიმაციულ მკურნალობის კურსს გადის.
,,გარდაბნის რაიონში 11 წლის მოზარდს აუფეთქდა გაზქურა,რითიც მიიღო სხეულის თერმული დამწვრობა დაახლოებით, 10% -ის ფართზე და მოთავსდა რეანიმაციულ განყოფლებაში და გადის მკურნალობის კურსს", - განაცხადა დამწვრობის ცენტრის ექიმმა მერაბ ჯანჯღავამ.
დამწვრობის ცენტრში ასევე მოათავსეს, 68 წლის მამაკაცი, რომელიც დუშეთის რაიონიდან გადმოიყვანეს. მას სხეულის 14%-იანი დამწვრობა აქვს. ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.