მასაჩუსეტის ექს-გუბერნატორმა მიტ რომნიმ შიდაპარტიულ არჩევნებში კიდევ ხუთ შტატში გაიმარჯვა. იგი გამარჯვებულად გამოცხადდა კონეკტიკუტში, დელავერში, როდ-აილენდში, ნიუ-იორკსა და პენსილვანიაში.
რომნი მნიშვნელოვანდად უსწრებს თავის თანააპარტიელ მოწინააღმდგეებს, თუმცა მას ჯერაც არ აქვს საკმარისი ხმები, რათა რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი გახდეს.
ანალიტიკოსები უკვე ერთხმად აღიარებენ, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში სწორედ მიტ რომნი იქნება ბარაკ ობამას კონკურენტი.
შეგახენებთ, რომ აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 6 ნომებერს გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები