ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ილია აბულაძის საგამოფენო დარბაზში მიმდინარეობს საგანმანათლებლო პროგრამა "ჩემი დედა ენა".
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია იაკობ გოგებაშვილის, აკაკი წერეთლის, დიმიტრი ყიფიანის, სოლომონ არსენიშვილი-ბავრელის და სხვათა პირად საარქივო ფონდებში დაცული მასალა.
ასევე გამოფენილია იაკობ გოგებაშვილის ხელნაწერები, ოსკარ შმერლინგის ილუსტრაციები, მათ შორის ილუსტრაციები მოთხრობისთვის "იავნანამ რა ჰქნა" იაკობ გოგებაშვილის მინაწერებით, "დედა ენის სტამბური კლიშეები, პირველნაბეჭდი "დედა ენა", "დედა ენა" აფხაზურ ენაზე და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული სხვა უნიკალური მასლა.
საგანმანათლებლო პროგრამის "ჩემი დედაენა" პარალელურად კომპიუტერული სასწავლო-შემეცნებითი პროგრამის "ჩემი შექმნილი წიგნი" პრეზენტაცია გაიმართება. კომპიუტერული პროგრამის მიზანია დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების წიგნთან ურთიერთობის კულტურის განვითარება. იაკობ გოგებაშვილის მემკვიდრეობის პოპულარიზება. ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ ნეტბუკში გააფერადონ "რწყილი და ჭიანჭველა", განალაგონ ზღაპრის ტექსტი ვირტუალურ ფურცელზე და დაასათაურონ თითოეული ეპიზოდი.
ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში საგანმანათლებლო პროგრამა გაგრძელდება 14 მაისამდე.