20 იანვარს გია ცაგარეიშვილი ხელისუფლებას საჯარო ინფორმაციის დამალვისთვის სასამართლოში უჩივლებს. იგი ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში შეიტანს სარჩელს სახელმწიფოს წინააღმდეგ. ამის შესახებ განცხადება ცაგარეიშვილმა 2009 წლის 22 დეკემბერს პარალმენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
ცაგარეიშვილმა მუშაობის ხელისშემშლელ ფაქტორად ხელისუფლების მხრიდან საჯარო ინფორმაციის დამალვა დაასახელა.
შეგახსენებთ, რომ იგი ხელისუფლებას მთავრობის და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდების ხარჯვასთან დაკავშირებით სთხოვს ინფორმაციას. როგორც იგი აღნიშნავს, ამ ინფორმაციის მოპოვება დღემდე შეუძლებელია.
"მივმართე განმეორებით პრეზიდენტის ადმინისტრაციის ახალ ხელმძღვანელს და მიუხედავად იმისა, რომ საჯარო ინფორმაციის გაცემის ყველანაირი ვადა ამოწურულია, არანაირი პასუხი არ მიმიღია", - აცახდებს ცაგარეიშვილი და აღნიშნავს, რომ არაოფიციალურად მასთან მივიდა ისეთი ინფორმაცია, რომლის თანახმად, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადაწყვეტილი აქვთ, რომ ცაგარეიშვილს აღნიშნული ინფორმაცია არც ერთ შემთხვევაში არ მიაწოდონ.
ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ იგი დანებებას არ აპირებს და ბოლომდე იბრძოლებს აღნიშნული ინფორმაციის მოსაპოვებლად.
"20 იანვარს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში შევიტანთ საჩჯელს სახელმწიფოს წინააღმდეგ და ამ საქმისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ. სტრასბურგში რომ დამჭირდეს ჩივილი მასაც მივმართავ, მაგრამ ამ ინფორმაციას მაინც მოვიპოვებ", - აცხადებს ცაგარეიშვილი.