20 იანვარს, მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი რუსეთის შემდეგ უკვე უკრაინას ეწვევა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, ყოფილი პრემიერის კიევში ვიზიტი ერთდღიანი იქნება.
ნოღაიდელის უკრაინაში ვიზიტის დეტალები არ სახელდება. პარტიაში განმარტავენ, რომ დაგეგმილი შეხვედრების შესახებ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ თავად ნოღაიდელი ისაუბრებს.
საქართველოს ყოფილი პრემიერი კიევში 19 იანვარს გაემგზავრა და თბილისში დღეს, საღამოს დაბრუნდება.