საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 20 იანვარს ესტონეთში გაემგზავრება.
საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის პირველი პირი მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს, მათ შორის ესტონეთის კოლეგა პრეზიდენტთან.
ოფიციალური ინფორმაციით, საუბარი ორმხრივ და ევროკავშირთან თანამშრომლობის ფარგლებში არსებულ საკითხებს შეეხება.
მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 22 იანვარს დაბრუნდება.